მასწავლებლის თვითშეფასება

მასწავლებლის თვითშეფასების ანგარიში

  ისტ–თან ინტეგრირებული სასწავლო პროექტი -,,გიგანტური მაგნიტი“ მრავალფეროვანი სამუშაო იყო, რომელმაც  მოსწავლეებს შესძინა ცოდნა, გაზარდა სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა, უბიძგა მათ მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ, ხელი შუწყო  21-ე ს–ნის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას:  ცოდნის კონსტრუირება, ისტ–ის გამოყენება, პრობლემის გადაწყვეტა და ინოვაციურობა, თვითრეგულირება, კოლაბორაცია და ეფექტური კომუნიკაცია;
  ამ დროს მოსწავლე აქტიურად იკვლევს და აჩვენებს სწავლის რეალურ შედეგს შექმნილი საგაკვეთილი აქტივობითა და პროექტის პროდუქტით. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.
   პროექტზე მუშაობის დროს  მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები  გამოიყენეს პრაქტიკაში. პროექტით სწავლებამ აამაღლა მოსწავლეთა მოტივირება  და გაზარდა მათი პასუხიმგებლობა. ისინი ხალისით ასრულებდნენ სამუშაოებს, მაშინაც კი, როდესაც მათი შესრულება  დიდ  ძალისხმევას და დროს მოითხოვდა.
   პროექტზე მუშაობის დაწყებამ ნათელყო, რომ ჩემსა და  მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დადგა, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდა ტრადიციული გაკვეთილისგან, რადგან პროექტით სწავლება გულისხმობს საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტმა მომცა შესაძლებლობა სრულად წარმომეჩინა ჩემი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია როგორც პარტნიორს. ამ პროექტის მიმდინარეობისას მხოლოდ ფასილიტატორის  როლს ვასრულებდი, ვხელმძღვანელობდი სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს  მიმართულებას ვაძლევდი. ასევე, ვუთითებდი საინფორმაციო  წყაროებს.
   ეფექტური კომუნიკაციისთვის და მოსწავლეთათვის მთელი პროექტის განმავლობაში  დამხმარე მასალებისა და შეფასების რუბრიკების გასაცნობად ძალიან დაგვეხმარა  Facebook-ის ჯგუფის შექმნა.
  სამუშაოს დაწყებისას შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით მოსწავლეები გაერთიანდნენ ჯგუფებში: ,,ფიზიკოსები“, ,,ასტრონომები“,  ბიოლოგები“ და ,,ჟურნალისტები“.  შევთანხმდით  აქტივობებზე:
  •       Facebook–ის ჯგუფის შექმნა
  •       საკითხის შესწავლა ,,პროფილის” მიხედვით დაწვრილებით.
  •       ქუჩის გამოკითხვა;
  •       ვიზიტები ექიმ–კარდიოლოგებთან და უნივერსიტეტში;
  •  პრეზენტაციების მომზადება ,,პროფილის” მიხედვით საბოლოო პრეზენტაციისთვის;
  •          პროექტის ბლოგის შექმნა მზა პროდუქტის განსათავსებლად;
  •          დასაბეჭდი ბუკლეტის შექმნა;
  •         პროექტის პრეზენტაციის  მოწყობა;
  •          დოკუმენტური ფილმის გადაღება და დამონტაჟება

პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა შეძლეს:
  • განესაზღვრათ მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებასა და ადამიანის ჯანმრთელობას  შორის;
  • დაეგეგმათ და განეხორციელებინათ პროექტის მსვლელობისას საჭირო და აუცილებელი აქტივობები;
  • ისტ–თან ინტეგრირებით ორგანიზება გაეწიათ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციისთვის და შეექმნათ პრეზენტაცია/სლაიდები საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
  • აქტიურად ეთანამშრომლათ ერთმანეთთან და მასწავლებელთან პირისპირაც და ვირტუალურადაც;
  • გამოეყენებინათ  Facebook–ის ჯგუფი პროექტის მსვლელობისას რეფლექსისათვის, ხოლო ბლოგი მზა პროდუქტის  განსათავსებლად;
  • შეექმნათ დოკუმენტური ფილმი.

   მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი სამუშაოს, ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა დაწვრილებითი და ამომწურავი ინფორმაციის შეგროვება დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ, დასახულ მიზანს კი, ჩემი აზრით, მივაღწიეთ და ყველა ის უნარ-ჩვევა, რომლებსაც ბავშვები გაკვეთილზე იღებენ, პრაკტიკულად გამოიყენეს და განიმტკიცეს.
 პროექტის მსვლელობისას ხორციელდებოდა მრავალფეროვანი და მრავალჯერადი შეფასებები.
  პროექტზე დაფუძნებულმა სწავლებამ საშუალება მომცა გამომეყენებინა მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდები ნებისმიერი მოსწავლის პროექტში აქტიურად ჩართვისთვის; თემის სიღრმისეული შესწავლა  დაეხმარა მოსწავლეებს  მოცემული დისციპლინის საკვანძო კონცეფციების გაგება-გააზრებაში და კონკრეტული სიტუაციების სიღრმისეულად შესწავლით საგანში ძირითადი განმსაზღვრელი ცნებების სრულყოფილი ათვისება შეძლეს; გაიზარდა მოსწავლეთა ციფრული წიგნიერება; შექმნეს საინტერესო ელექტრონული და ბეჭდვითი რესურსები;  იზრუნეს საზოგადოების ინფორმირებულობაზე; შექმნეს პროექტის ბლოგი და ბლოგზე განათავსეს პროექტის პროდუქტები და სამუშაოს მსვლელობის  ამსახველი მასალები.

   პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლებმა შეავსეს შეფასებისა და თვითშეფასების სქემები.

No comments:

Post a Comment