ვიზიტი სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახ. უნივერსიტეტში



24 აპრილს ვესტუმრეთ სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რათა მოსწავლეებს მოესმინათ პროექტის თემატიკასთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებზე პასუხები   უნივერსიტეტის პროფესორებისგან. 
მოსწავლეებმა ითანამშრომლეს სრულ პროფესორ გიორგი მესხთან და გივი ქიმერიძესთან. დასვეს მათთვის საინტერესო და საჭირო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები. 
ეს აქტივობა მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან არა მარტო კონკრეტული პროექტის წარემატებით დასრულებაში დაეხმარება მოსწავლეებს, არამედ ბავშვებმა უფროსი მეგობრები შეიძინეს ბატონი გიორგისა და ბატონი გივის სახით და მათთან სხვა დროსაც სიამოვნებით გააგრძელებენ ურთიერთობას. ამავე დროს გაეცნენ უნივერსიტეტის სტრუქტურას. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სწავლის მოტივაციის გასაზრდელად გადადგმული სასარგებლო ნაბიჯი აღმოჩნდება


ვიზიტის ამსახველი ფოტო მასალა































 სსიპ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენი ვიზიტის შესახებ სტატია –,,სამყაროს შემეცნების სურვილით გამსჭვალულნი",  დაიბეჭდა უნივერსიტეტის საგამომცემლო გაზეთში–,,მესხეთის უნივერსიტეტი"
                                               ჟურნალისტი ლიკა ზაზაშვილი







No comments:

Post a Comment