Tuesday, April 15, 2014

პროექტის თავფურცელი


ეს ჩვენი პროექტია. ჩვენ სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის  მე–8 კლასის მოსწავლეები გახლავართ. 
ჩვენს პროექტს ხელმძღვანელობს   ჩვენი ფიზიკის მასწავლებელი – მაია  თათეშვილი

,,ჩვენ ვიკვლევთ დედამიწის მაგნიტურ ველს და მის

 გავლენას პლანეტის მცხოვრებთა

 სიცოცხლისუნარიანობაზე"










ჩვენ ოთხ  გუნდად ვმუშაობთ:

 საწყის ეტაპზე ყველანი ვერთიანდებით მაია მასწავლებლის მიერ შექმნილ Facebook–ის დახურულ ჯგუფში–,,გიგანტური მაგნიტი" ერთმანეთთან და მასწავლებელთან ურთიერთობისთვის და აზრთა გაზიარებისთვის. თითოეული გუნდი გამოვცემთ იდეის პუბლიკაციას (ბუკლეტებს),  შუა  ეტაპზე ვიკვლევთ და ვთანამშრომლობთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, ვაწარმოებთ ქუჩის გამოკითხვას, ბოლოს კი ვამზადებთ პრეზენტაციებს და ვქმნით დოკუმენტურ ფილმს. პროექტის მზა პროდუქტებს ვანთავსებთ ბლოგზე.

,,ფიზიკოსები"––ჩვენ ვიკვლევთ მაგნიტურ მოვლენებს და კომპასის წარმოშობის ისტორიას, დედამიწის მაგნიტური ველის წარმოშობის მიზეზებს, მის თვისებებსა და მაგნიტური ველის არსებობის დამადასტურებელ ფაქტებს";

,,ასტრონომები"––ჩვენ ვიკვლევთ რა მნიშვნელობა აქვს მაგნიტოსფეროს არსებობას ჩვენი პლანეტისთვის, რა არის პოლარული ციალი, ,,მაგნიტური ანომალიები", მაგნიტური ქარიშხალი და რა გავლენას ახდენს ის ატმოსფეროში და დედამიწაზე  მიმდინარე პროცესებზე;

,,ბიოლოგები"––ჩვენ ვიკვლევთ რა გავლენას ახდენს მაგნიტური ქარიშხალი ადამიანის ორგანიზმზე და როგორ იყენებენ ნავიგაციისთვის ცოცხალი ორგანიზმები დედამიწის მაგნიტურ ველს; ამავე დროს ვიკვლევთ, თუ რა საფრთხეები არსებობს მაგნიტური ქარიშხლის დროს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რა ზომები უნდა მივიღოთ და როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლის მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე;

,,ჟურნალისტები"––ჩვენ მთლიანობაში ვიკვლევთ დედამიწის მაგნიტურ ველს, სხვა გუნდების მიერ გამოცემული იდეის პუბლიკაციისა (ბუკლეტების)  და სოციალურ ქსელში გაკეთებული რეფლექსიების მიხედვით ვადგენთ კითხვებს ქუჩის გამოკითხვისთვის და ვემზადებით ,,ჟურნალისტების" ამპლუის მოსარგებად, ვეხმარებით სხვა ჯგუფებს განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების შეგროვებაში, ბოლოს კი მთელი საპროექტო გუნდის საქმიანობაზე ვქმნით  დოკუმენტურ ფილმს და ვაკეთებთ მის პრეზენტაციას. გამოვცებთ საინფორმაციო ბუკლეტს და ვურიგებთ საზოგადოებას.

2014 წელი


2 comments:

  1. The BEST FREE CASINO Site 2021 - Lucky Club
    This website can't be updated or only has 2 expired and is not in good condition. Please do not browse this site for luckyclub free or to make a deposit before you

    ReplyDelete
  2. The Most Interesting Facts About the Hard Rock Casino - Dr.
    The Hard Rock Casino is actually owned and operated by the Hard Rock Casino of Lake Tahoe. The casino 보령 출장샵 is 여주 출장마사지 owned 광주광역 출장샵 and 진주 출장샵 operated by the 대구광역 출장샵 Hard Rock

    ReplyDelete