სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
მაია თათეშვილი
|
|
რაიონი
|
ახალციხე
|
|
სკოლა
|
სსიპ №5 საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
ახალციხე
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
დედამიწის მაგნიტური ველი და მისი გავლენა
პლანეტის მცხოვრებთა სიცოცხლისუნარიანობაზე
|
||
თემის შინაარსი
|
||
პროექტის
დაწყებამდე იქმნება Facebook–ის საპროექტო ჯგუფი:
,,გიგანტური მაგნიტი“ მოსწავლეებთან სკოლის გარეთ ურთიერთობისთვის და საჭირო
გზამკვლევებისა და შაბლონების, აგრეთვე სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკების
ელექტრონულად გაგზავნისა და გაცნობის მიზნით.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები
დაყოფილები არიან ჯგუფებად, რომელთა პირობითი დასახელებებია: ,,ჟურნალისტები“, ,,ფიზიკოსები“,
,,ასტრონომები“, ,,ბიოლოგები“,. საწყის ეტაპზე მოამზადებენ ,,პროფილის“ მიხედვით
იდეის პუბლიკაციას ბუკლეტის სახით.
პირველ ეტაპზე თითოეული ჯგუფი განიხილავს
თემას ,,დედამიწის მაგნიტური ველი“ მთლიანობაში, განახორციელებენ კვლევას და გაარკვევენ,
როგორია მაგნიტური დღეების პროგნოზირების სტატისტიკა.
მეორე ეტაპზე ჯგუფები ,,პროფილის“ მიხედვით საკითხს
დაწვრილებით შეისწავლიან, მოიძიებენ ინფორმაციებს სხვადასხვა წყაროდან, სტუმრობენ
ექიმ კარდიოლოგებს და იღებენ ინტერვიუს მაგნიტურ დღეებში პაციენტთა რაოდენობის
მომატებასთან დაკავშირებით, სტუმრობენ უნივერსიტეტს და ისმენენ ლექციას აღნიშნულ
თემაზე. ამზადებენ პრეზენტაციებს ,,პროფილის“ მიხედვით. ,,ჟურნალისტები“
შეიმუშავებენ კითხვებს და სხვა ჯგუფის ლიდერებთან ერთად ატარებენ ქუჩის
გამოკითხვას თემასთან დაკავშირებით. აკეთებენ ჩანაწერებს და გამოკითხვის
სტატისტიკას და ქმნიან ბუკლეტს საზოგადოებაში გასავრცელებლად ინფორმირების
მიზნით, იღებენ ფოტოებს.
პროექტის ბოლოს ქმნიან დოკუმენტურ ფილმს და პროექტის
ბლოგს მზა პროდუქტების განსათავსებლად. აწყობენ
პრეზენტაციას მათთვის სასურველი ფორმატით.
|
||
საგანი
|
||
ფიზიკა, ისტ
|
||
აზროვნების ზედა
დონის უნარები
|
||
თანამშრომლობა,
ინტეგრირება, დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, კოლაბორაცია
|
||
დონე/კლასი
|
||
საბაზო
საფეხური/VIII კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
2 თვე
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
მიმართულება:
მეცნიერული კვლევა-ძიება
კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია
განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აყალიბებს კვლევის
მიზანს;
·
არჩევს მონაცემების
მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე
სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·
არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/
აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
·
არჩევს მონაცემების
აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).
კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია
კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების
აღრიცხვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აწარმოებს დაკვირვებას ან /და გაზომვებს, აღრიცხავს მონაცემებს;
კვლ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო
საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.
მიმართულება:
ფიზიკური მოვლენები
ფიზ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული
და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
მიმართულება:
ისტ რესურსების შექმნა
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აუდიტორიის მოთხოვნების
და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს
საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად
გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
მიმართულება: კვლევა
და კომუნიკაცია
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს საკომუნიკაციო
საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს
ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეები
შეძლებენ:
·
ისტ–თან ინტეგრირებით
ორგანიზება გაუწიონ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას და შექმნან პრეზენტაცია/სლაიდები
საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
თემატური კითხვები
შინაარსობრივი კითხვები
|
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასება სასწავლო პროექტის ყველა ეტაპზე
ხორციელდება. საწყის ეტაპზე, ვიცი-მინდა ვიცოდე სქემის საშუალებით შევამოწმებ
მოსწავლეთა საბაზისო ცოდნასა და დავადგენ მათ ინტერესებს აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით. შინაარსის ცოდნის შემოწმება-შეფასებას მოვახდენ აგრეთვე დიაგნოსტიკური
ტესტირებისას, რაც აგრეთვე
დამეხმარება მოსწავლეთა დიფერენცირებისა
და საჭიროებების გამოსავლენად და ანალიზისათვის როგორც ფიზიკაში, ასევე ისტ-ში.
შეფასების შედეგებზე დაყრდნობით გუნდებს მიეცემათ საწყის ეტაპზე იდეის
პუბლიკაციისთვის ბუკლეტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი, რაც
მოსწავლეებს იდეის სწორად წარმართვასა და ბუკლეტზე მუშაობაში დაეხმარება. პროექტის მსვლელობისას დროდადრო მოვახდენ
გუნდებთან შეხვედრას საჭირო მითითებებისა და მიმართულების მიცემის მიზნით.
მოსწავლეებს მიეცემათ აგრეთვე ბლოგის
შეფასებისა და პროექტის ქულობრივი შეფასების რუბრიკები, რაც მათ პროექტის
საბოლოო პრეზენტაციის მონიტორინგში დაეხმარება. გავაცნობ მოსწავლეებს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას პრეზენტაციის
უნარების შესახებ უკუკავშირის მიზნით და მიეცემათ მათ დრო, რათა უკუკავშირის დროს
მიწოდებული ინფორმაცია საბოლოო პრეზენტაციაში გაითვალისწინონ. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე
მოსწავლეები გამართავენ თანაკლასელთა
პრესკონფერენციას უკუკავშირის გაზიარებისთვის და მოსწავლეებს ვთხოვ ურთიერთშეფასების ფორმა გამოიყენონ გუნდების შეფასების
დასაფიქსირებლად. ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება. ამ ეტაპზე საჭიროს ვთვლი დავაკვირდე პროექტის მიმდინარეობას და პრალელურად
შევავსო მოსწავლეთა
მუშაობაზე დაკვირვების
ფურცელი, რათა მონიტორინგი
გავუწიო სამუშაოს მსვლელობას. პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეავსებენ ვიცი-ვისწავლე სქემას, რაც დამეხმარება
მოსწავლეთა პროგრესის შესაფასებლად და საშუალებას მომცემს შევაფასო, რამდენად სწორად
და საჭიროებებზე მორგებულად წარიმართა პროექტი.
ბოლოს ვთხოვ მოსწავლეებს
გამოიყენონ ჯგუფური
მუშაობის თვითშეფასების ფორმა და შეაფასონ თავიანთი როლი და შეტანილი
წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. ეს მათ მომავალში პროექტზე
მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება. ბოლოს მასწავლებლის
თვითშეფასების ანალიზი დამეხმარება როგორც ძლიერი მხარეების შენარჩუნებაში,
ასევე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
კომპასის გამოყენება დედამიწაზე საგნების
ორიენტაციის განსაზღვრის მიზნით;
·
მუდმივი მაგნიტის მაგნიტური ველის შესახებ
საბაზისო ცოდნის გამოყენება დედამიწის მაგნიტური ველის შესასწავლად;
·
საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები (მათ
შორის, დოკუმენტების გახსნა და შენახვა, კვლევის შედეგების დოკუმენტირება და
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის შექმნა PowerPoint პროგრამაში);
·
საინფორმაციო წყაროების ზუსტად მითითების
უნარი.
·
სოციალური ქსელების გამოყენება
საკომუნიკაციოდ ერთმანეთთან და მასწავლებელთან;
·
ბლოგის შექმნა და მისი დიზაინის მართვა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
|
პროექტის შესავალი
გამოწვევისა და
ინტერესის გაღვივების მიზნით შევთავაზებ მოსწავლეებს სხვადასხვა აუდიო და ვიდეო მასალას დედამიწის
მაგნიტური ველის შესახებ, ვფიქრობ მათ გაუჩნდებათ სურვილი თავადაც მოძებნონ მსგავსი ფილმები და დამოუკიდებლადაც
შეისწავლონ.
პროექტის დაწყებამდე რამდენიმე
დღით ადრე შევქმნი Facebook–ის
საპროექტო ჯგუფს: ,,გიგანტური მაგნიტი“ მოსწავლეებთან სკოლის გარეთ
ურთიერთობისთვის და საჭირო გზამკვლევებისა და შაბლონების, აგრეთვე სხვადასხვა
სახის შეფასების რუბრიკების ელექტრონულად გაგზავნისა და გაცნობის მიზნით. გავუგზავნი ქსელის საშუალებით
პროექტის იდეის პუბლიკაციას საგაზეთო სტატიის სახით მშობლებს და მოვემზადები მათ შესაძლო
შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.
საწყისი ეტაპი
ვიცი-მინდა
ვიცოდე სქემისა და დიაგნოსტიკური
ტესტირების საშუალებით შევამოწმებ
მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას. მივცემ მათ მითითებებს, ჩავინიშნავ პასუხებს და
დავადგენ მათ ინტერესებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ამ სქემას გამოვიყენებ
მთელი პროექტის განმავლობაში ყოველი
აქტივობის დაწყების და დასრულების შემდეგ, დავამატებ ახალ ინფორმაციას. დავსვამ ზოგად შეკითხვას: შესაძლებელია თუ არა სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენის პროგნოზირება და
ახსნა? მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას ზოგად კითხვასთან დაკავშირებით. ამის
შემდეგ გადავალთ თემატურ შეკითხვებზე,
მაგ. რატომაა საჭირო დედამიწის
მაგნიტური ველის შესწავლა? რატომაა მნიშვნელოვანი მაგნიტური დღეების პროგნოზირება
და როგორ ადაპტირდებიან ადამიანები ცვალებად გარემოზე? რა მნიშვნელობა აქვს
დედამიწის მაგნიტურ ველს პლანეტის მცხოვრებთათვის? და შინაარსობრივ კითხვებზე: რა არის
დედამიწის მაგნეტიზმის წარმოშობის მიზეზი და უცვლელია თუ არა დედამიწის მაგნიტური
ველი? რა არის მაგნიტური ქარიშხალი და რა გავლენას ახდენს ის ატმოსფეროში და
დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე? რა საფრთხეები არსებობს მაგნიტური ქარიშხლის დროს ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
ეფექტური კითხვები მოსწავლეებს პროდუქტიულ განხილვაში რთავს, შინაარსის ღრმად
გააზრებასა და კომპლექსურ აზროვნებას უწყობს ხელს, პასუხის ძიებისას უბიძგებს
ლოგიკური მსჯელობისკენ, დასაბუთებული არგუმენტაციისაკენ, ამ კითხვებით მოსწავლეებს
მიეცემათ მიმართულება, თუ რაზე უნდა იმუშაონ. ამავე დროს გამოიკვეთება მიზნები და
ამოცანები.
ჩემს მოსწავლეებს საშუალებას მივცემ ან ვურჩევ
კიდეც, განსაზღვრონ თავიანთი ინტერესის სფერო მოცემულ საგანში და შეიმუშაონ
მოცემული დავალების შესრულების სტრატეგია.
მას
შემდეგ, რაც მოსწავლეებს ზოგადი წარმოდგენა შეექმნებათ დედამიწის მაგნიტური ველის
შესახებ, დავყოფ მათ მათი საჭიროებებისა
და უნარების მიხედვით ოთხ ჯგუფად, რომელთა პირობითი დასახელებები იქნება:
,,ფიზიკოსები“, ,,ასტრონომები“, ,,ბიოლოგები’, ,,ჟურნელისტები“. მოსწავლეებს ავუხსნი, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად
უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. გავუგზავნი სოციალური ქსელის საშუალებით წინასწარ ჯგუფური
მუშაობის რუბრიკას. განვიხილავთ ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებულ მოლოდინებს და ვთხოვ
მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრიკით ჯგუფური მუშაობის დროს.
მათ მიეთითებათ წყაროები ინფორმაციის
მოძიებისათვის, მოსწავლეებს საკმარის დროს მივეცემ კვლევის
ჩასატარებლად. ისინი დაიწყებენ კვლევას
,,პროფილის“ მიხედვით და გააკეთებენ იდეის პუბლიკაციას ბუკლეტის სახით, რისთვისაც
მათ მიეცემათ ბუკლეტის შესაქმნელად საჭირო შაბლონი და ბუკლეტის შეფასების რუბრიკაც, რაც
მოსწავლეებს იდეის სწორად წარმართვაში დაეხმარება. მაღალი აკადემიური მოსწრების
მოსწავლეები თვითონ წყვეტენ ისარგებლონ თუ არა შაბლონით. ,,ჟურნალისტები“ თემას
სწავლობენ და იკვლევენ მთლიანად, შესაბამისად მათი იდეის პუბლიკაცია უნდა
მოიცავდეს დედამიწის მაგნიტურ ველს ყველა ასპექტში.
მას შემდეგ, რაც ჯგუფები გააკეთებენ იდეის
პუბლიკაციას, შევაფასებ მათ ბუკლეტებს რუბრიკის საშუალებით, რაც მათ დაეხმარება
პროექტის საბოლოო პროდუქტების შექმნაში.
შუა ეტაპი
,,ჟურნალისტები“
შეიმუშავებენ კითხვებს და სხვა ჯგუფის ლიდერებთან ერთად ატარებენ ქუჩის
გამოკითხვას თემასთან დაკავშირებით. აკეთებენ ჩანაწერებს და გამოკითხვის
სტატისტიკას და ქმნიან ბუკლეტს პროექტის ბოლოს საზოგადოებაში გასავრცელებლად
ინფორმირების მიზნით.
მოსწავლეები ემზადებიან საბოლოო პრეზენტაციისთვის, მოამზადებენ თავიანთ კუთხეს, კერძოდ რეკლამას გაუწევენ
საკუთარ ,,პროფილს“ კედლის გაზეთის საშუალებით. ამ ეტაპზე საჭიროდ ვთვლი, რომ დავაკვირდე
პროექტის მიმდინარეობას და პრალელურად
შევავსო მოსწავლეთა
მუშაობაზე დაკვირვების ფურცელი, რათა მონიტორინგი გავუწიო სამუშაოს
მსვლელობას, ამავე დროს დავეხმარო მათ სამუშაოს ორგანიზებაში. საჭირო შემთხვევაში
მათ ვაძლევ დამატებით დროს. მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის შეგროვების,
ინტერპრეტირებისა და გამოყენების მექანიზმების შემუშავება დამეხმარება, დავრჩე
მოსწავლის სწავლაზე ორიენტირებული.
ყოველდღიურად
დავაკვირდები ჯგუფებს, სამუშაო პროგრესის მონიტორინგისთვის, გავეცნობი
მოსწავლეების შეკითხვებს და საჭიროებებს დამატებითი დახმარების
უზრუნველსაყოფად. ვაწარმოებ ჩანიშვნებს
თითოეული მოსწავლის მუშაობის შესახებ.
მოსწავლეები
შექმნიან
ბლოგს, რისთვისაც მათ მიეცემათ ბლოგის შეფასების რუბრიკა. მოსწავლეების ერთმანეთთან და მასწავლებელთან
თანამშრომლობისთვის ხშირად
გამოვიყენებთ სოციალურ ქსელებს, ვფიქრობ ეს კარგი მეთოდია კოლაბორაციისათვის, აზრთა გაცვლა გამოცვლისთვის და მოსწავლეთა
საჭიროებების გამოვლენისათვის პროექტის ყველა ეტაპზე. პერიოდულად
თავისუფლად გაუზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს ახალ
ცნებასთან დაკავშირებით სოც. ქსელის ჯგუფის საშუალებით, არ დაუცდიან „სწორი“ პასუხის
ჩემგან მოსმენას, გააკეთებენ კომენტარებს,
განვითარდებიან თემის ან პროექტის ფარგლებში, გაცვლიან მოსაზრებებს ერთმანეთში,
და არა მხოლოდ ჩემთან. ეს მეთოდი დამეხმარება მეც და მათაც, მონიტორინგი გავუწიოთ მოსწავლეთა
პროგრესს და კარგი საშუალებაა ურთიერთშეფასებისთვისაც. ვთხოვ
მათ სოც. ჯგუფში დროდადრო გაკეთებული კომენტარები გამოიყენონ უკუკავშირისთვის. ამით
მოსწავლეებისთვის შეიქმნება ტექნოლოგიებით
გამდიდრებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს ინდივიდუალური საჭიროებების
დაკმაყოფილება და საგანმანათლებლო მიზნების დასახვაში, სწავლის პროცესის მართვასა
და პროგრესის შეფასებაში აქტიური მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. ამ დროს ჩემს თავს დამხმარეს ან მენტორის როლში
უფრო ვხედავ, ვიდრე მასწავლებლის. ამავე
დროს მოსწავლეები მოახდენენ ისტ-თან ინტეგრირებას,
ორგანიზებას გაუწევენ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას
და შექმნიან პრეზენტაცია/სლაიდებს საკუთარი
(ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ ურთიერთშეფასებას კითხვარის საშუალებით, რაც სხვისი შეცდომებისა
და მიგნებების გამოვლენის კარგი საშუალებაა. მეც დამეხმარება მოსწავლეთა
წარმატება/წარუმატებლობის დადგენაში.
ბავშვები ითანამშრომლებენ ექიმ–კარდიოლოგებთან და
უნივერსიტეტის პროფესორებთან აღნიშნული თემატიკის უკეთ გაცნობისა და გაჩენილ
კითხვებზე პასუხების მოძებნის მიზნით.
მოსწავლეები
ბლოგზე
განათავსებენ მოპოვებული ინფორმაციების წყაროებზე დაყრდნობით კვლევებს საავტორო უფლებების
მითითებით. შეფასდება მათი ბლოგები რუბრიკაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით. რა თქმა უნდა მოსწავლეები მოტივირებულები იქნებიან,
რომ თითოეული ბლოგი იყოს ორიგინალური და საინტერესო ინფორმაციებით და
ფოტომასალებით ,,დახუნძლული“.
მათთვის წინასწარ
მიცემული პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით ისინი შექმნიან და მოახდენენ
10–15 წუთიან თემის პრეზენტაციას ,,პროფილის“ მიხედვით სლაიდ შოუს სახით პრეზენტაციის უნარების
შესახებ უკუკავშირის მიზნით. ავუხსნი მათ, რომ პრეზენტაცია უნდა პასუხობდეს მთავარ
კითხვებს. დავრწმუნდები იმაში, თუ რამდენად სწორად გაიგეს მოსწავლეებმა დავალება
და შეფასების კრიტერიუმები რუბრიკების მიხედვით და მიეცემათ მათ დრო, რათა თანაკლასელების უკუკავშირი
საბოლოო პრეზენტაციის დაგეგმვისა და
განხორციელების დროს გაითვალისწინონ.
ბოლო ეტაპი
პრეზენტაციის დღეს მოსწავლეებს ვეტყვი,
რომ ისინი ჯგუფების მიხედვით პრეზენტაციებს რიგ–რიგობით გააკეთებენ და კითხვებსაც დასვამენ რიგ–რიგობით. ბოლოს კი ჟურნალისტები
წარმოადგენენ დოკუმენტურ ფილმს პროექტის მსვლელობის შესახებ.
მოსწავლეებს მივცემ საშუალებას, აირჩიონ
ტექნოლოგიური საშუალებები და პრეზენტაციის ფორმატი შესწავლილი მასალის დემონსტრირებისთვის.
მოსწავლეთთათვის წინასწარ ცნობილი პროექტის შეფასების რუბრიკის მიხედვით ვადგენ, რამდენად იყო თითოეული
მოსწავლე ჩართული საპროექტო მუშაობაში რუბრიკაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით.
ვთხოვ მოსწავლეებს შეავსონ ვიცი–ვისწავლე სქემა, რომლის მიხედვითაც დავადგენ მოსწავლეთა
პროგრესს. ბოლოს დავუბრუნდებით მთავარ შეკითხვებს, რათა ანალიზი გავუკეთოთ შესწავლილ
მასალას და განვსაზღვროთ პროექტის წარმატება.
მოსწავლეები
შეავსებენ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასებისა და ინდივიდუალური თანამშრომლობის
კითხვარს, რათა შეაფასონ
თავიანთი როლი და შეტანილი წვლილი
პროექტზე მუშაობის განმავლობაში.
ეს მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში და გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ბოლოს, იმისათვის, რომ მოსწავლეებზე
ორიენტირებული მიმდინარე შეფასება დავგეგმო, მივმართავ მოკლე განმავითარებელ
თვითშეფასებას. მასწავლებლის
თვითშეფასების შედეგები დამეხმარება როგორც ძლიერი მხარეების
შენარჩუნებაში, ასევე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში, შეფასების გეგმის შედგენის
პროცესში. ხუთშტრიხიან შკალაზე განვსაზღვრავ, როგორ შევაფასებდი ჩემს მიმდინარე
პრაქტიკას.
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები) ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი |
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
სოც. ქსელების პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა ვორდის პროგრამა PowerPoint–ის პროგრამა |
ბეჭდვითი მასალები
|
ფიზიკის მე–8 კლასის სახელმძღვანელო, ჩემს მიერ შედგენილი საპრეზენტაციო
და ბუკლეტის გზამკვლევები, ბუკლეტები
|
ინტერნეტრესურსები
|
|
სხვა რესურსები
|
ვიზიტი სსიპ
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში/პროფესორები, ვიზიტი
ექიმ–კარდიოლოგებთან/ექიმები, მშობლები, საზოგადოება.
|
No comments:
Post a Comment